რუსეთის ჯარები აგრძელებენ სამოქალაქო ობიექტებზე, საცხოვრებელ სახლებსა და მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმას. კიევში, დრანცკის რაიონში რუსული საავიაციო რაკეტის განეიტრალებას მსხვერპლი მოჰყვა – ჭურვი საცხოვრებელ კორპუსს დაეცა. დაიღუპა 1 ადამიანი, 3 კი დაშავდა.
ადგილზე სამაშველო ჯგუფები მუშაობენ, რომლებსაც ნანგრევებიდან დაშავებულები გამოჰყავთ.