აქონდროპლაზიის მედიკამენტის პირველი დოზის მიღება მოხდება კლინიკაში და არა სახლში – პროტოკოლი დამტკიცებულია

  „მედიკამენტის პირველი დოზის მიღება მოხდება კლინიკაში და არა სახლში, ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ“ – აცხადებს იშვიათი დაავადებების საკითხებზე მომუშავე საკოორდინაციო საბჭოს წევრი ივანე ჩხაიძე. საბჭომ პროტოკოლი დღეს დაამტკიცა. „მედიკამენტის პირველი დოზის მიღება მოხდება კლინიკაში და არა სახლში, ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ, რადგან ამ​ მედიკამენტს გააჩნია გარკვეული გვერდითი მოვლენები, რომელსაც შესაძლოა, დასჭირდეს სამედიცინო ჩარევაც კი. ამიტომ, შერჩეულ იქნა ერთი კლინიკა საქართველოში. ეს არის იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო. იმიტომ, რომ პროტოკოლის დანერგვას, პაციენტების დეტალურ შესწავლას სჭირდება მულტიპროფილური კლინიკა, მინიმუმ 6-7 სხვადასხვა სპეციალისტის მონაწილეობით, რაც იაშვილის კლინიკაში არის უზრუნველყოფილი“ – აღნიშნა ივანე ჩხაიძემ. მისივე შეფასებით, … ვრცლად აქონდროპლაზიის მედიკამენტის პირველი დოზის მიღება მოხდება კლინიკაში და არა სახლში – პროტოკოლი დამტკიცებულია