„მთავარია, ოპოზიციამ მოლაპარაკებების ჩაშლისთვის რაიმე საბაბის მოძებნა არ დაიწყოს“ – ირაკლი კობახიძე

ევროპელი მედიატორის ჩართულობით, მმართველი გუნდისა და ოპოზიციის შეხვედრა დასრულდა. როგორც  “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან გააცხადა, ყველაფერი კარგად მიდის, მთავარია, ოპოზიციამ მოლაპარაკების ჩაშლისთვის მიზეზები არ მოძებნოს.

„ოპოზიციას გუშინაც დაუმძიმდა განწყობა. გახსოვთ, ბორელის განცხადებების შემდეგ მოაყოლეს შტურმი ევროკავშირზე და დასავლურ ინსტიტუტებზე. ეს, რა თქმა უნდა, არ წაადგება მათ პოლიტიკურ პოზიციებს. რაც შეეხება დღევანდელ შეხვედრას, ძალიან კარგი შეხვედრა იყო. ძალიან ბევრი საკითხი განვიხილეთ, სწორი მიმართულებით წავიდა პროცესი. მთავარია, ოპოზიციამ საბაბის მოძებნა არ დაიწყოს იმისთვის, რომ ჩაშალოს მოლაპარაკებები. იმედი გვაქვს, ხვალ კონსტრუქციულ რეჟიმში გაგრძელდება განხილვა“, – განაცხადა შეხვედრიდან გამოსულმა კობახიძემ მედიასთან.

შეგახსენებთ, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის ჩართულობით ხელისუფლებისა და ოპოზიციას შორის დღეს პირველი შეხვედრა გაიმართა. 

მსგავსი თემები