დონალდ ტრამპს ჯო ბაიდენი უგებს

ამ ეტაპის მონაცემებით, ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში 77 წლის ჯო ბაიდენი ლიდერობს.  დემოკრატ კანდიდატ ჯო ბაინდენს 192 ხმა აქვს, დონალდ ტრამპს კი 114.

არჩევნებში საბოლოო გამარჯვებულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელიც 538-წევრიანი საარჩევნო კოლეგიიდან სულ მცირე 270 ხმას მოიპოვებს. საარჩევნო კოლეგიის წევრებს თითოეული შტატი, მოსახლეობის რაოდენობის პროპორციულად ირჩევს.

შეგახსენებთ, რომ ჯო ბაიდენის ერთ-ერთი დაპირება საემიგრაციო პოლიტიკის შემსუბუქებას ეხება, რაც არალეგალი მიგრანტების „გალეგალებას“ გულისხმობს.

მსგავსი თემები