რუსულმა ძალებმა კახოვსკას ჰიდროელექტროსადგური ააფეთქეს – მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია

  უკრაინის ოპერატიული სარდლობა “სამხრეთი” იტყობინება, რომ რუსეთის საოკუპაციო ჯარებმა  კახოვსკას ჰიდროელექტროსადგური ააფეთქეს. მოგვიანებით ინფორმაცია ხერსონის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციამაც დაადასტურა. „ახლა ზუსტდება ნგრევის მასშტაბები, წყლის სიჩქარე და მოცულობა, დატბორვის სავარაუდო ადგილები. ყველა სერვისი მუშაობს. ვითარების მონიტორინგი მიმდინარეობს“,- განაცხადა ხერსონის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ალექსანდრ პროკუდინმა. მისივე თქმით, სახიფათო ტერიტორიებიდან ადგილობრივი მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო. როგორც ალექსანდრ პროკუდინმა აღნიშნა  წყალი კრიტიკულ დონეს 5 საათში მიაღწევს.