სააკაშვილის უცხოეთში გადაყვანის მოთხოვნით აქცია გაიმართა

კლინიკა „ვივამედთან“ სადაც მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილია  მოთავსებული, თანაგუნდელებმა, ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის მონაწილეებმა პატიმრობაში მყოფი პრეზიდენტის უცხოეთში გადაყვანა კიდევ ერთხელ მოითხოვეს.

„აღუდგეს უფლება პარლამენტის წევრებს და მოგვცენ მიხეილ სააკაშვილის ნახვის შესაძლებლობა. პრეზიდენტი სააკაშვილი უნდა იყოს თავისუფალი, რადგან მას შეუძლია პოზიტიური როლის შესრულება საქართველოს დეოკუპაციაში,”- აღნიშნა აქციაზე „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა.

მსგავსი თემები