ლევან ხაბეიშვილის განცხადებით სააკაშვილი უპირობოდ უნდა გაათავისუფლონ, სპეციალურ სამაჯურის გარეშე

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, ქვეყნის მესამე პრეზიდენტი დამნაშავე არ არის და მას სამაჯური არ უნდა მიუმაგრონ.

„საქართველოს დამნაშავე პრეზიდენტი არ ჰყოლია. თურმე, რაღაც სამაჯური უნდა ჰქონდეს. სამაჯური და ალიკაპი გაუკეთონ ირაკლი კობახიძეს და ირაკლი ღარიბაშვილს“ – აცხადებს ხაბეიშვილი მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული პოზიცია აქართველოს მოქმედმა პრეზიდენტმა გამოხატა, რომ შესაძლებელია სააკაშვილისთვის ე.წ. სამაჯურის დამაგრება.

„სააკაშვილი უნდა იყოს თავისუფალი. სალომე ზურაბიშვილს ეს ინსტრუმენტი აქვს, პრეზიდენტ სააკაშვილს შესაწყალებელი კი არ აქვს რამე, სალომემ მისი უფლებამოსილება უნდა გამოიყენოს და გაათავისუფლოს პუტინის საამებლად დაკავებული პრეზიდენტი. არ ვეთანხმები,  რომ თურმე, ვიღაცას რაღაცა სამაჯური უნდა ეკეთოს. პრეზიდენტ სააკაშვილს ამ ქვეყანაში ძალიან ბევრი გაუკეთებია იმისთვის, რომ სამაჯურით არ იაროს. უპირობო თავისუფლება მიეცეს პრეზიდენტ სააკაშვილს“ – აცხადებს ლევან ხაბეიშვილი.

პრეზიდენტი ფიქრობს, რომ პრეზიდენტს უნდა მოუარონ და შესაძლებელია ელექტრო სამაჯურიც გამოიყენონ

მსგავსი თემები