„ვფიცავ, დავიცავ სახელმწიფოს არსებობასა და დამოუკიდებლობას“ – პრეზიდენტი ერდოღანი

რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თურქეთის დიდ ეროვნულ ასამბლეაში საპრეზიდენტო ფიცი დადო. პრეზიდენტმა საპრეზიდენტო მანდატი თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის დროებითი თავმჯდომარისგან, დევლეთ ბაჰჩელისგან მიიღო.

„თურქეთის პრეზიდენტის რანგში დიადი თურქი ხალხისა და ისტორიის წინაშე, პატივითა და ღირსებით ვფიცავ, დავიცავ სახელმწიფოს არსებობასა და დამოუკიდებლობას, ჩვენი სამშობლოსა და ერის განუყოფელ მთლიანობას, ისევე როგორც ჩვენი სახელმწიფოს უპირობო სუვერენიტეტს. დავიცავ კონსტიტუციას, კანონის უზენაესობას და დემოკრატიას, ათათურქისეულ პრინციპებსა და რეფორმებს. დავიცავ ელიტური რესპუბლიკის პრინციპებს, ჩვენი ქვეყნის აწმყოს, პატივს ვცემ თურქეთის რესპუბლიკას, მის კეთილდღეობას.  დიდებული თურქი ერისთვის ვიმუშავებ ღირსებითა და მთელი ჩემი ძალით“, – აღნიშნა  ერდოღანმა საპრეზიდენტო ფიცის დადებისას.

ერდოღანის ფიცის დადების ცერემონიას 78 ქვეყნის მაღალი დონის ოფიციალური დელეგაცია დაესწრო.

 

მსგავსი თემები