კლინიკა „ვივამედთან“ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები აქციას მართავენ

კლინიკა „ვივამედთან“ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები და აქტივისტები აქციას მართავენ. ისინი  სააკაშვილის სამკურნალოდ პოლონეთში გადაყვანას ითხოვენ.

„ვითხოვთ მის ტრანსფერს პოლონეთში. არამარტო ჩვენ, არამედ პოლონეთის პოლიტიკური  ხელმძღვანელობა ითხოვს ამას, ევროპარლამენტარებიც ითხოვენ. ყველამ კარგად ვიცით, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მძიმე, ყველამ კარგად ვიცით, მათ შორის ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა და სხვა ავტორიტეტულმა საერთაშორისო აქტორებმაც დაამტკიცეს, რომ ეს ადამიანი იყო არაადამიანური მოპყრობის ქვეშ, რაც ჩამოვიდა და დააკავეს. აუცილებელია, მოხდეს მისი ტრანსფერი, მისი მკურნალობა არის ჩვენი მთავარი მოთხოვნა. თუმცა, იმისთვის, რომ ის გახდეს თავისუფალი და პოლიტიკური დევნა დასრულდეს, საჭიროა მისი სიცოცხლე გადარჩეს. მისი სიცოცხლის გადარჩენისთვის აუცილებელია, რომ ამ კლინიკის პერსონალმა არ მიიღოს მონაწილეობა მის არაადამიანურ მოპყრობაში და მოხდეს მისი ტრანსფერი უცხოეთში“, – განაცხადა სამოქალაქო აქტივისტმა, ირაკლი ფავლენიშვილმა.

 

მსგავსი თემები