ბელგოროდის გუბერნატორი მოსახლეობას მოუწოდებს, სახლებში ჯერ არ დაბრუნდნენ

ბელგოროდის გუბერნატორი, ვიაჩესლავ გლადკოვი მოსახლეობას მოუწოდებს, სახლებში ჯერ არ დაბრუნდნენ. ამის შესახებ გუბერნატორი ტელეგრამ არხზე წერს და აცხადებს, რომ თავდასხმებს მსხვერპლი არ მოჰყოლია.

,,თავდაცვის სამინისტროს მიერ ძალოვან სტრუქტურებთან ერთად ტერიტორიის გაწმენდა გრძელდება. მაგრამ ამ დროისთვის საკუთარ სახლებში დაბრუნებისთვის, ახლა მივმართავ გრაივორონის რაიონის მცხოვრებლებს, რომლებმაც მათი წყალობით დროებით დატოვეს სახლები, ჯერ არ ღირს”, – წერს გუბერნატორი.

ბელგოროდის ოლქში გუშინ კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი გამოცხადდა. უკრაინა ბელგოროდში არსებულ ვითარებასთან კავშირს უარყოფს და აცხადებს, რომ ამ ოლქში რუსეთის მოქალაქეებისგან შემდგარი ფორმირებები მოქმედებენ.

მსგავსი თემები