,,რუსეთთან ფრენების აღდგენა, მინიმუმ, კოლექტიური დასავლეთის სანქციების დარღვევაა”- არესტოვიჩი

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის ყოფილი მრჩეველი  ალექსეი არესტოვიჩი რუსეთთან ფრენების აღდგენას ეხმიანება. მისი განცხადებით,  რუსეთთან ფრენების აღდგენა, მინიმუმ, კოლექტიური დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების დარღვევაა.

,,დასავლეთი გადაწყვეტილებებს ნელ-ნელა იღებს, მაგრამ ადრე თუ გვიან, მას გამოაცხადებენ – რუსეთთან ფრენების აღდგენა, მინიმუმ, კოლექტიური დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების დარღვევაა. პოლიტიკური ძალა, რომელიც აცხადებს, რომ არის პროევროპული, მსურს შევიდეს NATO-სა და ევროკავშირში, ამავდროულად მოსკოვს ეთამაშება, რაღაც ახალი მოვლენაა. ისინი ფიქრობენ, რომ თუ დეკლარირებული აქვს პროევროპული კურსი, მოსკოვთან ურთიერთობებს აპატიებენ, არ აპატიებენ, მითუმეტეს, როდესაც ადამიანს ციხეში კლავენ,”- განაცხადა არესტოვიჩმა.

მსგავსი თემები