ქობულეთში საბერიკაცოს მასივის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს

გარემოს დაცვისა და სოფლის  მეურნებობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“  სამელიორაციო-ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ქვეყნის მასშტაბით აქტიურად  ახორციელებს. 

ქობულეთის მუნიციპალიტეტში დამშრობ სისტემას რეაბილიტაცია უტარდება. ამჯერად სარემონტო-საექსპლუატაციო ღონისძიებები საბერიკაცოს მასივზე მიმდინარეობს.  

 ხე-მცენარეებისაგან  და ნატანი მასისგან  არხის  2600 მეტრიანი მონაკვეთი იწმინდება. 

სამუშაოების შედეგად,  არხის გამტარუნარიანობა გაიზრდება, რაც მუნიციპალიტეტში 40 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობზე  სადრენაჟე მომსახურებას აღადგენს.  აღდგენილი სისტემით დაახლოებით 150 ბენეფიციარი ისარგებლებს.

დამშრობ ქსელზე მიმდინარე სამუშაოებს კომპანია აპრილის ბოლოს დაასრულებს.

მსგავსი თემები