ავტომობილი „აურუსი“ მოსკოვის ცენტრში ავარიაში მოყვა. წინასწარი მონაცემებით, ავტომობილი პატრიარქ კირილს ეკუთვნის – ამის შესახებ ინფორმაციას ტელეგრამ არხი Baza ავრცელებს.
მათივე ცნობით, შემთხვევა მოსკოვის დროით დილის 6:30 საათზე პროსპექტ მირასა და ბოლნიჩნის შესახვევის კვეთაზე მოხდა. ვოლვო ზოლიდან გადიოდა, როცა აურუსი მას შეეჯახა. მანქანების შეჯახების შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა, თუმცა მან ჰოსპიტალიზაციაზე უარი თქვა.
იმყოფებოდა თუ არა მანქანაში თავად პატრიარქი, ჯერჯერობით უცნობია.