უახლოეს მომავალში უკრაინა ნატო-ში ვერ გაწევრიანდება – ოლაფ შოლცი

გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი აცხადებს, რომ უახლოეს მომავალში უკრაინა ნატო-ში ვერ გაწევრიანდება.  მისი თქმით, ნატო-ს კრიტერიუმები მოიცავს მთელ რიგ პირობებს, რომლებსაც უკრაინა ამჟამად ვერ ასრულებს.

„2008 წელს ბუქარესტში ნატო-მ მიიღო გადაწყვეტილებები, რომლებმაც ჩამოაყალიბეს გრძელვადიანი პერსპექტივები. ყველასთვის ნათელია, რომ ეს არ მოხდება უახლოეს მომავალში. ასევე იმიტომ, რომ ნატო-ს კრიტერიუმები მოიცავს მთელ რიგ პირობებს, რომლებსაც უკრაინა ამჟამად ვერ ასრულებს“, – განაცხადა შოლცმა.

მსგავსი თემები