,,გადავდგამთ ნაბიჯებს, რომელიც ქვეყანის ინტერესებს სჭირდება” – კალაძე რუსეთთან რკინიგზის აღდგენაზე

თბილისის მერი, კახი კალაძე აფხაზეთის გავლით რუსეთ-საქართველოს შორის სარკინიგზო მიმოსვლის  აღდგენასთან დაკავშირებით დასმულ კითვას პასუხობს. მისი თქმით, ხელისუფლება გადადგამს იმ ნაბიჯებს, რომელიც ჩვენი ქვეყნის ინტერესებს სჭირდება.

,,პირველად მესმის, ჩვენთან საუბარი არ ყოფილა ამ თემაზე, არ ვიცი რაზე საუბრობთ, თუმცა ერთი რამ მინდა გითხრათ, საქართველოს ხელისუფლება ყოველთვის გადადგამს იმ ნაბიჯებს, რომელიც პირველ რიგში ჩვენს ქვეყანას, ჩვენი ქვეყნის ინტერესებს და ამ ქვეყანაში მცხოვრებ ადამიანებს სჭირდებათ”, – განაცხადა კახა კალაძემ.

მსგავსი თემები