ავიაკომპანია „აზიმუტმა” აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ქვეყნების სიიდან ამოიღო

რუსულმა ავიაკომპანიამ “აზიმუტმა” რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს რეგიონები, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, დამოუკიდებელი ქვეყნების სიიდან ამოიღო. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც აღნიშნულს სოციალურ ქსელებში მოქალაქეების კრიტიკა მოჰყვა.

საქართველოსა და რუსეთს შორის ფრენებს ავიაკომპანია „აზიმუტი”  რეისების შესრულებას 17 დაიწყებს. საქართველოს ავიაციის სააგენტომ საქართველოს მიმართულებით ფრენების განხორციელების ნებართვა ავიაკომპანია ”აზიმუტს” 15 მაისს მისცა.  გავრცელებული ინფორმაციით, ავიაკომპანია ფრენებს კვირაში შვიდჯერ განახაროციელებს.

ცნობისთვის,  სოციალურ ქსელებში გავრცელდა „სქრინი” რუსული ავიაკომპანია „აზიმუტის” ვებსაიტიდან, სადაც აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, დამოუკიდებელ ქვეყნებად იყო მოხსენიებული.

მსგავსი თემები