საქართველოში აკადემიური წელი არ გამოცხადდება, საგანმანათლებლო დაწესებულებები საქმიანობას სექტემბერში განაახლებენ

საქართველოში აკადემიური წელი არ გამოცხადდება და საგანმანათლებლო დაწესებულებები საქმიანობას სამ თვეში განაახლებენ.

თუმცა შეზღუდვებში კვლავ რჩებიან სკოლებია. გიორგი გახარიას განმარტებით, სწავლა სკოლებში არ განახლდება 1-ელ სექტემბრამდე. შესაბამისი განცხადება პრემიერ-მინისტრმა ბრიფინგზე გააკეთა.

მისი თქმით, განათლების სამინისტრო დისტანციური სწავლების მეთოდს ეფექტიანად უმკლავდება.

„ქვეყანაში აკადემიური წელი არ გამოცხადება. განათლების სამინისტრომ ეფექტიანად შეძლო დისტანციურ სწავლებასთან გამკვლავება როგორც საშუალო სკოლაში, ასევე უმაღლესი სასწავლებლებში.

ეროვნულ გამოცდებსაც არაფერი ემუქრება, ჩატარდება, აქ შეიძლება იყოს გარკვეული გადავადება, თორემ მექანიზმი იქნება სრულად შენარჩუნებული. განათლების სისტემის ამუშავების შესახებ, პრეზენტაციას გავაკეთებთ ცალკე“,- განაცხადა გახარიამ.

მსგავსი თემები