ვოლოდიმირ ზელენსკი დიდ ბრიტანეთში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი გაერთიანებულ სამეფოს ეწვია. ინფორმაციას თავად ზელენსკი ავრცელებს და წერს, რომ ვიზიტის ფარგლებში ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, რიში სუნაკს შეხვდება.

,,დღეს – ლონდონი. დიდი ბრიტანეთი ლიდერია, როცა საქმე ეხება ჩვენი შესაძლებლობების გაფართოებას მიწასა და ჰაერში. ეს თანამშრომლობა დღეს გაგრძელდება, მე შევხვდები ჩემს მეგობარ რიში სუნაკს. ჩვენ გვექნება მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები პირისპირ და დელეგაციასთან ერთად”, – წერს ზელენსკი ტვიტერზე.

მსგავსი თემები