უარი რუსეთთან პირდაპირ ფრენებს – დღეს პარლამენტთან აქცია გაიმართება

უარი რუსეთთან პირდაპირ ფრენებს –  15 მაისს, 19:00 საათზე პარლამენტთან აქცია მოქალაქეები აქციას გამართავენ.

,,ჩვენ არ ვართ პოლიტიკოსები, ჩვენ ვართ ჩვეულებრივი მოქალაქეები რომლებიც ვაპროტესტებთ რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენას.   მაშინ როდესაც რუსული რაკეტები დაფრინავენ უკრაინაში და ოკუპირებულია საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი, ჩვენ არ გვაქვს უფლება ვიფრინოთ რუსული თვითმფრინავებით. რუსეთთან დაახლოება გამოიწვევს საქართველოს დასანქცირებას და ევროპისგან დაშორებას,”-  ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის,რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა საქართველოსთან სავიზო რეჟიმი  და რუსული ავიახაზებისთვის საქართველოსთან პირდაპირი ფრენის აკრძალვა გააუქმა.

მსგავსი თემები