უკრაინა რუსეთის შიგნით ობიექტებზე თავდასხმას არ გეგმავს – ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინა არ გეგმავს რუსეთის შიგნით ობიექტებზე თავდასხმას. ამის შესახებ ზელენსკიმ  გერმანიაში ვიზიტის დროს განაცხადა.

მისი თქმით, კიევი ავიაგამანდგურებლების კოალიციის შექმნაზე მუშაობს, რაც რთული საკითხია.

„ჩვენ არ ვესხმით თავს რუსეთს. ამის არც დრო გვაქვს, არც ძალა და არც იარაღი. ჩვენ ვამზადებთ კონტრშეტევას უკანონოდ დაპყრობილი ტერიტორიების დეოკუპაციისთვის“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

 

მსგავსი თემები