,,ჩვენ გავიმარჯვებთ არჩევნების მეორე ტურში”- ქემალ ქილიჩდაროღლუ

„ერდოღანმა ხალხისგან ნდობის ხმა ვერ მიიღო. საზოგადოებაში ცვლილების სურვილი 50%-ზე მეტია“,- ამის შესახებ თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნებში გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა, ქემალ ქილიჩდაროღლუმ განაცხადა.

მისივე თქმით, არჩევნების მეორე ტურშია უცილებლად მოიპოვებს გამარჯვებას.

„ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ არჩევნების მეორე ტურში. არავინ უნდა იყოს აღტაცებული შესრულებული საქმით. არჩევნებს აივანზე ვერ მოიგებ“, –  განაცხადა ქილიჩდაროღლუმ.

ცნობისთვის, თურქეთში გამართული საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგები 19 მაისს გამოქვეყნდება. თურქეთის სახელმწიფო სააგენტო „ანადოლუს“ ინფორმაციით, ამჟამად დათვლილია საარჩევნო უბნების 98%-ზე მეტი.

მსგავსი თემები