ზელენსკის “ევროვიზიის” მაყურებლისადმი მიმართვაზე უარი უთხრეს

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის არ მიეცა შესაძლებლობა ევროვიზიის  მაყურებლებისთვის, ვიდეოჩართვით მიემართა. ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა The Times წერს.

გამოცემის ცნობით, ევროპის მაუწყებელთა კავშირმა (EBU) უარი თქვა ზელენსკის ევროვიზიის აუდიტორიისადმი მიმართვაზე, იმის გამო, რომ ამან შესაძლოა სიმღერის კონკურსის პოლიტიზირება მოახდინოს.

„ბატონ ზელენსკის თხოვნა ევროვიზიაზე აუდიტორიას მიმართოს, თუმცა ეს იყო კეთილი განზრახვით, სამწუხაროდ, ევროპის მაუწყებელთა კავშირის ხელმძღვანელობამ ვერ დააკმაყოფილა, რადგან ეს ეწინააღმდეგება ღონისძიების წესებს. “- ნათქვამია ევროპის მაუწყებელთა კავშირის პასუხში.

მსგავსი თემები