რუსთავში, სპორტსმენი გარდაცვლილი იპოვეს

რუსთავში, ახალგაზრდა კაცი გარდაცვლილი იპოვეს. „ინფო რუსთავის“ ინფორმაციით,  ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ბინაში 40 წლამდე კაცი, ოჯახის წევრებმა ოთახში გარდაცვლილი ნახეს.

ადგილზე მობილიზებულები იყვნენ საპატრულო, კრიმინალური პოლიციისა და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები.

ახალგაზრდა კაცი თავისუფალ ჭიდაობაში საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი იყო.

გარდაცვალების მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია.

მსგავსი თემები