,,ყველა პოლიტიკურ ლიდერეს გთხოვთ, მოუსმინეთ, თუ რის გაკეთებას გთხოვთ ქართველი ხალხი”- პაველ ჰერჩინსკი

,,ყველა პოლიტიკურ ლიდერს გთხოვთ, მოუსმინოთ თუ რის გაკეთებას გთხოვთ საქართველოს მოსახლეობა,”- ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით,  საქართველო არასდროს ყოფილა ასე ახლოს ევროკავშირთან, როგორც ამჟამად და ევროკავშირის კარი არასდროს ყოფილა ასე ფართოდ ღია საქართველოსთვის, როგორც ახლა.

,,ევროკავშირში გაწევრიანება ძლიერ პოლიტიკურ ნებას და წევრობის კრიტერიუმების შესრულების ურყევ ერთგულებას მოითხოვს. ამისათვის საჭიროა ერთიანობა, შრომა და ასევე ბევრი კომპრომისი, ეს არ არის ადვილი, მაგრამ შესაძლებელია. ამ საოცარ დროს საქართველოსთვის, ეს ასევე უმნიშვნელოვანესია. ყველა პოლიტიკურ ლიდერს გთხოვთ, გააკეთოთ პაუზა და მოუსმინოთ თუ რის გაკეთებას გთხოვთ საქართველოს მოსახლეობა. საქართველომ ეს უნიკალური შესაძლებლობა უნდა გამოიყენოს.

საქართველოს მიერ მიღწეული უზარმაზარი წინსვლის მოწმეები გავხდით, საქართველოს მოსახლეობამ არაერთხელ დაამტკიცა, რომ მშვიდობისმოყვარე, თავისუფალი, მამაცი და სტუმართმოყვარე ერია, უძველესი ისტორიით, დიდებული კულტურით და მდიდარი ტრადიციებით. აღვნიშნავთ საქართველოს უნიკალურობას და მოუთმენლად ველით, მოგესალმოთ, როგორც ევროპული ოჯახის წევრს. როგორც ევროკომისიის პრეზიდენტმა განაცხადა, საქართველოს ადგილი ევროპაშია და ევროკავშირი არ იქნება სრული საქართველოს გარეშე,”- განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.

მსგავსი თემები