ზუგდიდის ბაზარში რიგებს რიგებს მოხალისეები და სამართალდამცველები აკონტროლებენ

ზუგდიდის ახლადგახსნილ აგრარულ ბაზარში, მდგომარეობას  სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე მალხაზ თორია და ზუგდიდის მერი გიორგი შენგელია ადგილზე გაეცნენ.

ტერიტორიაზე რიგებს მოხალისეები და სამართალდამცველები აკონტროლებენ. ბაზარში პირბადის გარეშე მოქალაქეები ვერ შედიან და ტერიტორიზე შეზღუდული რაოდენობით გადაადგილდებიან.

ზუგდიდის აგრარულ ბაზარში ამჯერად ადმინისტრაციულ შენობაში მდებარე სასურსათო მაღაზიები და ხილ-ბოსტნის სექცია მუშაობს. პარალელურად წესრიგდება შენობის მიმდებარედ არსებული სასურსათო მაღაზიები, თუ ისინი დააკმაყოფილებენ არსებულ მოთხოვნებს და იქნება შესაბამისი დასკვნა, მუშაობის გაგრძელებას შეძლებენ.

ბაზრის ფუნქციონირებას მონიტორინგს უწევენ სურსათის ეროვნული სააგენტოს და მერიის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები.

მსგავსი თემები