სროლა სერბეთის ერთ-ერთ სკოლაში – დაიღუპა ცხრა ადამიანი

  სერბეთის დედაქალაში, ერთ-ერთ  სკოლაში სროლის შედეგად ცხრა ადამიანი დაიღუპა. დაღუპულთა შორის არიან ერთი დაცვის თანამშრომელი და რვა ბავშვი. მომხდართან დაკავშირებით პოლიციამ ამავე სკოლის მეშვიდე კლასის მოსწავლე დააკავა. შემთხვევის შედეგად დაშავდა ექვსი მოსწავლე და ერთი მასწავლებელი. „პოლიციამ დაუყოვნებლივ გაგზავნა საპატრულო ჯგუფები და ადგილზე დააკავა არასრულწლოვანი, მეშვიდე კლასის მოსწავლე, რომელიც მამის კუთვნილი იარაღიდან მოსწავლეებისა და სკოლის თანამშრომლების მიმართულებით ცეცხლის რამდენჯერმე გახსნაშია ეჭვმიტანილი“, – ნათქვამია სერბეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. ოფიციალური პირების თქმით, სავარაუდო ეჭვმიტანილმა მამის იარაღი გამოიყენა. მომხდარის მოტივებზე გამოძიება მიმდინარეობს.