,,ბიძინა ივანიშვილის ფენომენს არ იცნობენ”- კახა კალაძე

,,ბიძინა ივანიშვილის ფენომენს არ იცნობენ,” – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. კალაძის თქმით, დღეს ყველაზე მეტი შეტევა არის ივანიშვილზე და საზოგადოებისთვის ყველაფერი ნათელია, რატომ ხდება ეს.

„ყველაზე მეტი შეტევა არის ბიძინა ივანიშვილზე. თანხები ყოველგვარი კანონის გვერდის ავლით გაუჩერეს შვეიცარიაში, ვერანაირი ახსნა-განმარტება ვერ მოიძებნა, რატომ ხდება ეს ყველაფერი, თუმცა ჩვენთვის, საზოგადოებისთვის ყველაფერი ნათელია“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კითხვაზე, რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ბიძინა ივანიშვილის მიმართ სანქციები ფორმალურ სახეს მიიღებს, რა შედეგები შეიძლება, მოიტანოს ამ ყველაფერმა, კახა კალაძემ აღნიშნა, რომ ივანიშვილს თანხებით ვერ დააშანტაჟებენ.

„შედეგს ვერ მიიღებენ, რადგან არ იცნობენ ბიძინა ივანიშვილს. ივანიშვილს ნამდვილად ვერ დააშანტაჟებენ თანხებით, ფინანსური სანქციებით, რომ ამის გამო რაღაც არასწორი გადაწყვეტილება მიიღოს და ქვეყნის, ხალხის საწინააღმდეგოდ გადადგას ნაბიჯი. ბიძინა ივანიშვილის ფენომენს არ იცნობენ და ეს არის სამწუხარო რეალობა“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მსგავსი თემები