,,როგორ შეიძლება, ჩვენ შევუერთდეთ სანქციებს, დარწმუნებული ვართ, რომ ამით რუსეთს დავაზიანებთ?”- კახა კალაძე

,,როგორ შეიძლება, ახლა ჩვენ შევუერთდეთ სანქციებს. დარწმუნებული ვართ იმაში, რომ ამით რუსეთს დავაზიანებთ?, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, დღეს ყველაზე მთავარი, მნიშვნელოვანი არის მშვიდობა, სტაბილურობა, ეკონომიკური განვითარება

„ჩვენ აბსოლუტურად ღიად განვაცხადეთ, რომ არ ვუერთდებით სანქციებს. არ გვინდოდა, დაგვეზიანებინა ჩვენი ქვეყანა, საკუთარი ხალხი, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა. როგორ შეიძლება, ახლა ჩვენ შევუერთდეთ სანქციებს. დარწმუნებული ვართ იმაში, რომ ამით რუსეთს დავაზიანებთ? პირიქით, საკუთარ თავს დავიზიანებთ. იგივეა მეორე ფრონტის გახსნასთან დაკავშირებით, ჩვენ ხომ გამოვიარეთ ეს ყველაფერი, ჩვენ ხომ გადავიხადეთ საფასური, ხომ ვიცით, რამხელა უბედურება მოაქვს ომს, რამხელა ზიანი მოგვაყენა 2008 წელმა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

 

 

მსგავსი თემები