,,ბიძინა ივანიშვილს საკუთარ ანგარიშზე წვდომა არ აქვს”- ირაკლი ზარქუა

საპარლამენტო უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რმა ირაკ­ლი ზარ­ქუ­ას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილს საკუთარ ანგარიშზე წვდომა არ აქვს.

მისივე თქმით, შეიძლება ჩაითვალოს, რომ ბიძინა ივანიშვილი სანქცირებულია.

„იცით, რომ ადამიანს პირად ანგარიშზე წვდომა შეზღუდული აქვს. ამას მოჰყვა საერთაშორისო დიდი მასშტაბის ბანკიც, საბაზრო ეკონომიკა არ გაპატიებს ასეთ მიდგომას და ბანკი გაკოტრების ზღვარზეა. ბიძინა ივანიშვილს საკუთარ ანგარიშზე წვდომა არ აქვს. ასეთი რამ გაგონილა?! ბუნებრივია, არაპირდაპირ შეიძლება ჩაითვალოს, რომ ადამიანი სანქცირებულია. მიუხედავად იმისა, რომ არაერთი საერთაშორისო სასამართლო მოიგო, საერთაშორისო არბიტრაჟები, “ბეზპრიდელია”, მეტი არაფერი”,- განაცხადა ზარქუამ.

მსგავსი თემები