,,ხაბეიშვილმა, მწვალებელთა პარტიის ღირსეულმა წარმომადგენლებმა და ბუჩუკურმა უნდა გაასამართლონ მოსამართლეები და სასამართლო?”- ზარქუა

,,სურთ, სასამართლო და მოსამართლეები გაასამართლონ? ხაბეიშვილმა, მწვალებელთა პარტიის ღირსეულმა წარმომადგენლებმა და ბუჩუკურმა უნდა გაასამართლონ მოსამართლეები და სასამართლო?, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი განაცხადა.

ზარქუამ სასამართლოსთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე ისაუბრა და  განაცხადა, რომ შოუში მონაწილეობს მიღებას არ აპირებენ.

„რადიკალური ოპოზიცია რეიტინგებში განულებულია. თვითრწმენა იმდენად აქვთ დაკარგული, არჩევნებშიც აღარ მონაწილეობენ. გაკოტრებული ოპოზიცია ახლა ცდილობს, დამატებითი შოუს ელემენტები შეიტანოს პარლამენტში. მუშაობა თუ უნდოდათ, ევროინტეგრაციის გზაზე ერთ რამეში არ მიუღიათ მონაწილეობა. საგამოძიებო კომისიასთან დაკავშირებით როდესაც ვეუბნებით, რა კონკრეტული არგუმენტების საფუძველზე ითხოვთო, ამას არ გვეუბნებიან. ამ დროს სურთ, სასამართლო და მოსამართლეები გაასამართლონ? ხაბეიშვილმა, მწვალებელთა პარტიის ღირსეულმა წარმომადგენლებმა და ბუჩუკურმა უნდა გაასამართლონ მოსამართლეები და სასამართლო, რომელიც კონსტიტუციით არის მესამე ხელისუფლება? რამე დარღვევა თუ არსებობს, შესაბამისი ინსტანციებია იქ, სადაც ჩვენ ევროპული ყაიდის სასამართლო სისტემა გვაქვს შექმნილი. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, ჩვენ ამ შოუში მონაწილეობას არ მივიღებთ“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

მსგავსი თემები