გასულ დღის განმავლობაში უკრაინამ 41 შეტევა მოიგერია – გენშტაბი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, გასულ დღის განმავლობაში მტრის 41 შეტევა მოიგერიეს 4 მიმართულებით. უწყების ცნობით,  მტრის მიერ უკრაინის მთელ ტერიტორიაზე სარაკეტო და საჰაერო დარტყმების ალბათობა კვლავ მაღალია.

მათივე ცნობით, ოკუპანტები აგრძელებენ ძირითადი ძალისხმევის ფოკუსირებას შეტევითი მოქმედებების განხორციელებაზე ლიმანის, ბახმუტის, ავდივისა და მარინის მიმართულებით.

,,რუსეთის ფედერაცია აგრძელებს ტერორისტული ტაქტიკის გამოყენებას. გასულ დღეს მტერმა 19 სარაკეტო დარტყმა განახორციელა (15 Kh-101 და Kh-555 ტიპის მტრის საკრუიზო რაკეტა წარმატებით გაანადგურეს ჩვენმა დამცველებმა), განახორციელა 17 საჰაერო დარტყმა და 25 შეტევა სარაკეტო ზალვო სისტემებიდან. სამწუხაროდ, არიან დაღუპული და დაჭრილი მშვიდობიანი მოქალაქეები, მათ შორის ბავშვები. განადგურდა და დაზიანდა მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსები, კერძო საცხოვრებელი კორპუსები, სკოლები, საავადმყოფოები, საბავშვო ბაღები და სხვა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა,”- ნათქვამია უწყების განცხადებაში.

მსგავსი თემები