თამარ ბაჩალიაშვილის ადვოკატები პროკურატურას საქმის ხელახალი გამოძიების მოთხოვნით მიმართავენ

გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის ადვოკატები პროკურატურას საქმის ხელახალი გამოძიების მოთხოვნით მიმართავენ. მიზეზი კი ის ინფორმაციაა, რომელზეც საქმის ყოფილმა  გამომძიებლმა ”ფორმულასთან” ისაუბრა.

,,თავდაყირა დადგება ყველაფერი, ჩემი შვილი შეეწირა სამსახურს”, – განუცხადა ბაჩალიაშვილის მამამ ”მთავარ არხს”.

ცნობისთვის, 2020 წელს გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ყოფილი გამომძიებელი, სერგო შუბითიძე ამბობს, რომ მას არ სჯერა ბაჩალიაშვილის თვითმკვლელობის ვერსიის. შუბითიძემ “შაბათის ფორმულასთან” აქამდე უცნობ დეტალებზე ისაუბრა.

„გვა­მი იყო გა­სი­ე­ბუ­ლი და სხე­უ­ლის არც ერთი ნა­წი­ლი არ იყო ცა­რი­ე­ლი. თვა­ლე­ბი­და­ნაც კი მატ­ლე­ბი ამო­დი­ოდ­ა. ვერ მოხდა ისე დათვალიერება, როგოროც საჭირო იყო, რადგან გვამი ლპო­ბა­ში იყო წასული. იყო სა­უბ­რე­ბი, რომ მან­ქა­ნა­ში ბუზი შეფ­რინ­და… მაგ­რამ მან­ქა­ნის სა­ქა­რე მი­ნე­ბი ხომ აწე­უ­ლი იყო და რამდენი ბუზი უნდა შეფრენილიყო? შე­საძ­ლოა ბუ­ზე­ბის­გან წარ­მო­ქმნილიყო ეს მატ­ლე­ბი, მაგ­რამ განა რამ­დე­ნი?“, – განაცხადა სერგო შუბითიძემ „შაბათის ფორმულასთან“ ინტერვიუში.

მსგავსი თემები