,,მთავრობის მოვალეობა და პასუხისმგებლობაა, რომ დაიცვას მიხეილ სააკაშვილის უფლებები”- კელი დეგნანი

საქართველოში აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ, მიხეილ სააკაშვილის კადრების გავრცელებას ეხმიანება. ელჩის თქმით, სასამართლო პროცესები მათ შორის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დაცვით უნდა წარიმართოს.

,,მთავრობის მოვალეობა და პასუხისმგებლობაა, რომ დაიცვას მისი უფლებები, მათ შორის სამედიცინო დახმარების გაწევა, ფსიქოლოგიური დახმარების გაწევა და  რა თქმა უნდა, უფლება სამართლიან სასამართლო პროცესზე. მაშინ, როდესაც მიმდინარეობს სასამართლო პროცესი, არის სასამართლო მოსმენები, ეს ყველაფერი უნდა წარიმართოს ძირითადი ადამიანის უფლებების დაცვით, მათ შორის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვით და სამართლიანი სასამართლო პროცესის უფლების დაცვით”, – განაცხადა კელი დეგნანმა.

სპეციალური პენიტენციური სამსახური მიხეილ სააკაშვილის ვიდეოკადრებს ავრცელებს – (mcm.ge)

 

მსგავსი თემები