აია-სოფია ტურისტებს ვერ იტევს (ვიდეო)

აია-სოფია მეჩეთად გადაკეთების მიუხედავად ტურისტებს ვერ იტევს. დამთვალიერებლებს დაახლოებით 2 საათი უწევთ რიგში დგომა, რომ აია-სოფიაში მოხვდნენ.

გამკაცრებულია უსაფრთხოების ზომებიც. ყველა შემსვლელს სპეციალურ დეტექტორში ატარებენ და საგულდაგულოდ ჩხრეკენ. თუ ადრე დამთვალიერებლები თავისუფლად შედიოდნენ, ახლა ფეხზე გახდაც მოეთხოვებათ.

ამასთან, შესასვლელში გაკეთებულია სპეციალური სათავსოები, სადაც დამთვალიერებლები ფეხსაცმელს ტოვებენ.

ცნობისთვის, აია-სოფია თურქეთში, სტამბოლში, ფათიჰის უბანში, სულთანაჰმეთის მოედანზე მდებარეობს და ყოველწლიურად მილიონობით ტურისტს მასპინძლობს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან. თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა 2020 წელს მოაწერა ხელი აია-სოფიას ტაძრის მეჩეთად გადაკეთებას.

 

მსგავსი თემები