,,უკვე მესამე ექიმზე განაცხადა უარი, კრიტიკული პაციენტები ექიმს არ ირჩევენ”- ზურაბ ჩხაიძე

“ვივამედის” კლინიკური დირექტორის,ზურაბ ჩხაიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილმა უკვე მესამე მკურნალ ექიმზე თქვა უარი. მისივე თქმით, ექიმებს წარმოუდგენელი ფსიქოლოგიური წნეხის და სტრესის ქვეშ უწევთ მუშაობა.

,,ექიმებს წარმოუდგენელი ფსიქოლოგიური წნეხის და სტრესის ქვეშ უწევთ მუშაობა, იმიტომ, რომ თუ გაკეთდა ობიექტური განხადება მკურნალი ექიმის მხრიდან, ეს მაშინვე იწვევს აგრესიას და უარს მკურნალობის გაგრძელებაზე იმ ექიმთან. უკვე მესამე ექიმია, რომელზეც პაციენტმა უარი განაცხადა. ეს წარმოუდგენელი რამაა. თუ ამბობთ, რომ პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია, კრიტიკული პაციენტები ექიმს არ ირჩევენ. კი ბატონო, ჰქონდა პირღებინება, მაგრამ ამასაც თავისი ახსნა და მიზეზი აქვს. ეს იყო კვების რაციონის უხეში დარღვევით. მე დღესაც ვესაუბრე ქალბატონ გიულის და კიდევ ვთხოვე, რომ ჩვენს მიერ შეთავაზებული რაციონი გაეთვალისწინებინა და მოეტანა ის, რაც ჩვენ შევთავაზეთ და არა ის, რაც პირღებინებას იწვევს”. – განუცხადა ჩხაიძემ ტვ პირველს.

მსგავსი თემები