,,პასუხი შეიძლება იყოს მხოლოდ მასობრივი განადგურება, ნაცისტური რეჟიმის დამხობა”- მედვედევი

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი ოკუპირებულ სევასტოპოლში მომხდარ  ინციდენტს ეხმიანება. მისი თქმით, პასუხი უნდა იყოს მხოლოდ მასობრივი განადგურება.

,,პასუხი შეიძლება იყოს მხოლოდ ასეთი: ნაცისტური რეჟიმის მიერ გამოყენებული პერსონალის და სამხედრო ტექნიკის მასობრივი განადგურება კონტრშეტევის დროს, უკრაინის შეიარაღებულ ძალებზე მაქსიმალური სამხედრო მარცხის მიყენებით. სრული დამარცხება და ნაცისტური რეჟიმის საბოლოო დამხობა კიევში მისი სრული დემილიტარიზაციით ყოფილი უკრაინის მთელ ტერიტორიაზე. შურისძიება ნაცისტური რეჟიმის მთავარი ფიგურების წინააღმდეგ, განურჩევლად მათი მდებარეობისა და ხანდაზმულობისა. თორემ არ დამშვიდდებიან, ნარკომანის სისულელე შეიძლება რეალობად იქცეს და ომი დიდხანს გაგრძელდეს. ეს ჩვენს ქვეყანას არ სჭირდება” – წერს მედვედევი.

ყირიმში საწვავის ავზი იწვის

მსგავსი თემები