,,ქართველმა ხალხმა ბევრჯერ აჩვენა თავისი კავშირი, მიჯაჭვულობა ევროკავშირთან”- კატრინ კოლონა

,,ქართველმა ხალხმა ბევრჯერ აჩვენა თავისი კავშირი, მიჯაჭვულობა ევროკავშირთან. ჩვენ თქვენთან ერთად ვართ, რომ დაგეხმაროთ ამ გზის გავლაში,”- ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, კატრინ კოლონამ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს შეუძლია, საფრანგეთის სოლიდარობის იმედი ჰქონდეს.

,,როდესაც ჩამოვედი, ძალიან ბევრი ევროპული დროშა იყო თბილისში. როგორც ვიცი, გაზაფხულზე იყო პროევროპული მანიფესტაციებიც და ქართველების 85 პროცენტი ემხრობა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას. ეს არის ციფრი, რომელიც გვაფიქრებს და გვაძლევს მომავლის ხედვას. ვფიქრობ, საქართველო არის ერთიანი ამ საკითხთან დაკავშირებით და ერთიანად არის აღიარებული ივნისში, რომ საქართველოს მომავალი ევროპაშია. ჩვენ გვსურს, ეს მომავალი კონკრეტული გახდეს. ეს არის კომპლექსური პროცესი, რომელიც უკვე დაიწყო, ეს არის ისტორიული საშუალება და ჩვენ ვართ საქართველოსთან ერთად, რომ დაგეხმაროთ ამ გზაზე –  როგორ წავიდეთ წინ, როგორ მოვიპოვოთ სტატუსი. ამისთვის საჭიროა 12 პრიორიტეტის შესრულება, რეფორმების გატარება, რომელიც უზრუნველყოფს თავისუფლებას, ინსტიტუციების დაცვას სხვადასხვა გავლენისგან, წარმომადგენლები, რომლებიც უზრუნველყოფენ პლურალიზმს, სიტყვის თავისუფლებას. მხოლოდ ამის შედეგად მოახდენს საქართველო ევროკავშირში გაწევრიანებას, რადგან ეს არის ევროპული ღირებულებები.

ქართველმა ხალხმა ბევრჯერ აჩვენა თავისი კავშირი, მიჯაჭვულობა ევროკავშირთან. ჩვენ თქვენთან ერთად ვართ, რომ დაგეხმაროთ ამ გზის გავლაში. მინისტრმა მომაწოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რაც უკვე რამდენიმე თვის განმავლობაში ხორციელდება, განსაკუთრებით საკანონმდებლო სფეროში. რა თქმა უნდა, სხვებიც იქნება საჭირო. ჩვენ, სხვა პარტნიორებთან ერთად, მოწოდებული ვართ, ხელი შევუწყოთ, დავაჩქაროთ ეს პროცესები. რა თქმა უნდა, გზა არის გასავლელი, მაგრამ ამ გზაზე ჩვენ საქართველოს გვერდით ვართ“, – განაცხადა კატრინ კოლონამ.

მსგავსი თემები