,,არავის არ უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ 1-2 წელიწადში შეიძლება სრულყოფილი სასამართლო რეფორმის ჩატარება” – ილია დარჩიაშვილი

,,ყველა რეფორმა, რომელსაც ჩვენი ქვეყანა ატარებს, მოითხოვს ძალიან დიდ ძალისხმევას,” – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა საგარეო უწყებაში ფრანგ კოლეგასთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით,  არავის უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ ერთ ან ორ წელში შეიძლება, სრულყოფილი სასამართლო რეფორმა, ან ნებისმიერი ტიპის რეფორმა ჩაატაროს ქვეყანამ.

,,ყველამ კარგად შეძლოს და გაიაზროს, რომ ყველა ის რეფორმა, რომელსაც ჩვენი ქვეყანა ატარებს, მოითხოვს ძალიან დიდი ძალისხმევას. არავის არ უნდა ჰქონდეს იმის ილუზია, რომ ერთ, ან ორ წელიწადში შეიძლება სრულყოფილი სასამართლო რეფორმა, ან ნებისმიერი ტიპის რეფორმა ჩაატაროს ქვეყანამ. ამას სჭირდება წლები, ამას სჭირდება დიდი ძალისხმევა, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ როდესაც ვაფასებთ საქართველოს პროგრესს, ვიხელმძღვანელოთ კონკრეტული დოკუმენტებით, იმ კონკრეტული ნაბიჯებით, რომელიც გადაგა ქვეყანამ,”-განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

მსგავსი თემები