ვლადიმერ პუტინს მოლდოვაში შესვლა აეკრძალა

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს მოლდოვაში შესვლა ეკრძალება – ამის შესახებ მოლდოვის პრემიერ-მინისტრმა, დორინ რეჩანმა განაცხადა.

რეჩანის თქმით, მოლდოვას აქვს რუსეთის მოქალაქეების შავი სია, რომლებიც ქვეყანაში შესვლას ვერ შეძლებენ, ხოლო, მისი თქმით, ზოგიერთი ოფიციალური პირი მასში მხოლოდ მაშინ ხვდება, როცა მოლდოვაში შესვლას ცდილობენ.

რეჩანმა პირობა დადო, რომ ოდესმე შავ სიას გაასაჯაროებს.

„რაღაც მომენტში გავაკეთებთ საჯარო სიას, ამ მომენტისთვის საკმარისია ის მექანიზმი, რომელიც დღეს მუშაობს. არ ვიცი, საჭიროა თუ არა საჯარო სიის შედგენაზე სახელმწიფო რესურსების დახარჯვა“, – განმარტა მან.

მოლდოვის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მოლდოვაში არავინ შესულა ისეთი, ვინც ამას არ იმსახურებდა და მოლდოვა არ დაუშვებს ქვეყანაში მათ, ვინც „პროპაგანდას და ომს თესავს.“

მსგავსი თემები