პატრიარქი კირილი დასანქცირდა

ჩეხეთმა რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წინამძღვარს, პატრიარქ კირილს სანქციები დაუწესა. აღნიშნულის მიზეზი ის გახდა, რომ პატრიარქი მხარს უჭერდა რუსეთის უკრაინაში შეჭრას.

ინფორმაციას  ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ.

როგორც საგარეო უწყებაში განმარტავენ, რუსეთის პატრიარქი რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის მოკავშირეა და მხარს უჭერს ყველა მის ინიციატივას, მათ შორის, ამართლებს უკრაინაში რუსეთის შეჭრას.

სანქციების მიხედვით, პატრიარქი ჩეხეთის ტერიტორიაზე ვერ შევა და ასევე ეკრძალება ტრანზაქციების განხორციელება.

მსგავსი თემები