„მიბაძეთ ესპანეთს, ჩეხეთს, იტალიას“ – მშობლები იმ ქვეყნებს ასახელებენ, სადაც აქონდროპლაზიის მქონე ბავშვებს მკურნალობენ

აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლების ჯანდაცვის სამინისტროს იმ ქვეყნებს უსახელებენ, სადაც აღნიშნული დიაგნოზის მქონე ბავშვებს მკურნალობენ. როგორც მშობლები აცხადებენ, ეს არის პასუხი სამინისტროს, სადაც მათ უმტკიცებენ, რომ მათ მიერ მოთხოვნილი მედიკამენტი აღიარებული არ არის.

როგორც აქციის მონაწილე დედები აცხადებენ, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია მათ ეუბნებოდა, რომ როდესაც ევროკავშირის 2 ქვეყანა მაინც დაიწყებდა მედიკამენტით მკურნალობას, საქართველოც მათ შეუერთდებოდა.

„ჩვენ, მშობლებმა 3 მაგალითი მოგიყვანეთ ეს არის ესპანეთი, ჩეხეთი და იტალია. მიბაძეთ ესპანეთის ჯანდაცვის მინისტრს. ეს არის ესპანეთის ჯანდაცვის გვერდზე განთავსებული ინფორმაცია თუ რამდენად საჭირო და აუცილებელია მედიკამენტი “ვოსორიტიდი“, ეს იგივეა, რომ თქვენს გვერდზე განთავსდეს ინფორმაცია და ვინმემ უარყოს და შეურაცხყოფა მიაყენოს. ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტროს გვერდზე დევს ინფორმაცია და მიბაძეთ ამ ქვეყნებს, რომლებიც უკვე მკურნალობენ ბავშვებს”- აცხადებენ აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლები, რომლებიც მთავრობის კანცელარიასთან აქციას მართავენ.

 

მსგავსი თემები