პრეზიდენტმა ჯეიმს აპატურაის ოქროს საწმისის ორდენი გადასცა

  •  

სალომე ზურაბიშვილმა, საქართველოში ვიზიტად მყოფ ჯეიმს აპატურაის საქართველოს სახელმწიფო ჯილდო – ოქროს საწმისის ორდენი გადასცა. დაჯილდოების ცერემონია ორბელიანების სასახლეში გაიმართა.

ჯეიმს აპატურაი საქართველო-ნატოს ურთიერთობის გაღრმავებისა და საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული პირადი წვლილისათვის, საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისათვის დაჯილდოვდა.

ჯეიმს აპატურაი გახლავთ ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილე პოლიტიკური ურთიერთობებისა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში და ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში.

მსგავსი თემები