,,საღამოს გავიგეთ, რომ მივლინებაში წავიდა 2 დეპუტატი, სასაცილო იყო ეს ყველაფერი”- ხატია დეკანოიძე

,,საღამოს გავიგეთ უკვე, რომ მივლინებაში წავიდა 2 დეპუტატი , ამიტომ დადგა ის მომენტი, როცა ოპოზიცია არ გამოიყურებოდა კარგად, უფრო მეტსაც გეტყვით, სასაცილო იყო ეს ყველაფერი,”- ამის შესახებ  ხატია დეკანოიძე განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციას უფრო მჭიდრო კოორდინაცია უნდა ჰქონოდა.

,,ყველამ იცოდა, რომ ორშაბათს უნდა მიგვემართა პრეზიდენტისთვის, ასეთი კომუნიკაცია გვქონდა. მაშინ მოვისმინეთ ასეთი პასუხი, რომ არ არის ქვეყანაში მხოლოდ ორი დეპუტატი – რამაზი და კობა ნაყოფია, ეს ინფორმაცია გვითხრა ფრაქციის სახელით (თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა). მე პირადად არ წავედი მივლინებაში, რადგან ვიცოდი, რომ ეს სხდომა შეიძლება ჩაენიშნა პრეზიდენტს 48 საათში და მივლინებაში მივდიოდი შაბათს. ამ შეხვედრის შემდეგ არავითარი კომუნიკაცია არ მქონია ამ საკითხზე, რადგან ვიცოდით, რომ 50 ხმა გვქონდა. საღამოს გავიგეთ უკვე, რომ მივლინებაში წავიდა 2 დეპუტატი , ამიტომ დადგა ის მომენტი, როცა ოპოზიცია არ გამოიყურებოდა კარგად, უფრო მეტსაც გეტყვით, სასაცილო იყო ეს ყველაფერი. ძალიან ცოტა ვართ პარლამენტში ისედაც ოპოზიცია და უფრო მჭიდრო კოორდინაცია უნდა გვქონოდა,”- განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ცნობისთვის, ოპოზიციამ პრეზიდენტს რიგგარეშე სხდომის მოწვევის თხოვნით 10 აპრილს მიმართა. მოგვიანებით კი ოპოზიციამ პრეზიდენტს ისევ მიმართა, რომ, ანა წითლიძისა და ლევან ხაბეიშვილის მიერ ქვეყნის დატოვების გამო, 11 აპრილს მათ მიერ მოთხოვნილი რიგგარეშე სხდომა აღარ დაენიშნა.

მსგავსი თემები