,,ცდილობენ ჩემი შვილი შეურაცხყონ და დაამცირონ ყველანაირად”- გიული ალასანია

,,ცდილობენ ჩემი შვილი შეურაცხყონ და დაამცირონ ყველანაირად,”- ასე პასუხობს მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია “ხალხის ძალის” წევრის, ეკა სეფაშვილის განცხადებას.

მისი თქმით, ეს არის პოლონეთის შეურაცხყოფა.

,,ეს ლამაზი ქალბატონი აკეთებს განცხადებას, რომ ჩვენ ვიყიდეთ ეს ჯილდო, რომელსაც ჩემ შვილს გადასცემენ, ახლა 12-ში, პოლონეთში. მართალი გითხრათ, უკვე აღარაფერი აღარ მიკვირს თითქოს, მაგრამ მაინც გამიკვირდა, ნუთუ ვერ აცნობიერებს ადამიანი, რომელიც ამ განცხადებას აკეთებს, რომ ეს არის შეურაცხყოფა პოლონეთის, ეს იგი გამოდის, რომ მანამდე ჩვენ ალბათ ნორვეგია ვიყიდეთ და ასე დავდივართ და დაგვაქვს ტომრით ფული და ყველას ვიყიდულობთ. ცდილობენ ჩემი შვილი შეურაცხყონ და დაამცირონ ყველანაირად, იმედი მაქვს, ალბათ, ვერ აცნობიერებენ იმას, რომ ამ სახელმწიფოებს აყენებენ შეურაცხყოფებს”, – განაცხადა ალასანიამ.

წყარო: მთავარი არხი

,,არ გამოვრიცხავ, სააკაშვილის ჯილდოები ნაყიდი იყოს”- ეკა სეფაშვილი

მსგავსი თემები