,,უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტრშეტევის დაწყების გადაწყვეტილება ბოლო მომენტში იქნება მიღებული. თუ ვინმე ფიქრობს, რომ ჩვენ გვაქვს მხოლოდ ერთი ვარიანტი, ეს ასე არ არის. სამი ვარიანტიც არ არის საკმარისი. ოპერაციის დაწყების გადაწყვეტილებას მიიღებს უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, ვალერი ზალუჟნი”, – განაცხადა დანილოვმა.
დანილოვმა ასევე კომენტარი გააკეთა პენტაგონის “საიდუმლო დოკუმენტების” გაჟონვაზე. „სპეციალური სამსახურები უფრო ფხიზლად უნდა იყვნენ, როცა საქმე საიდუმლო დოკუმენტებს ეხება“, – განაცხადა მან.