,,ელჩმა თქვა, რომ ეს არ არის სანქცია, ეს არის სავიზო შეზღუდვა”- შალვა პაპუაშვილი

,,ელჩმა თქვა, რომ ეს არ არის სანქცია, ეს არის სავიზო შეზღუდვა,”- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა მოსამართლეების სანქციერებასთან დაკავშირებით, აშშ-ს ელჩთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ელჩმა შეხვედრაზე გაიმეორა, რომ  გადაწყვეტილება დაფუძნებულია საჯარო წყაროებიდან მიღებულ ინფორმაციაზე.

,,ელჩმა თქვა, რომ ეს არ არის სანქცია, ეს არის სავიზო შეზღუდვა. ენობრივი თარგმანის პრობლემა იყო. შედეგობრივად დიდი განსხვავება არ არის, მაგრამ ტერმინი სანქცია აქ არ გამოიყენება. ასევე, ვისაუბრეთ იმასთან დაკავშირებით, თუ რა მტკიცებულებები არსებობს ამის უკან და ელჩა გაიმეორა ის, რასაც ჩვენ საჯაროდ ვისმენდით, რომ გადაწყვეტილება დაფუძნებული არის, ძირითადად საჯარო წყაროებიდან მიღებულ ინფორმაციაზე. არაფერი რაიმე ინფორმაცია დამატებით, როგორც ჩანს, არ არსებობს. არის ის, რაც არის პრესაში თუ სხვადასხვა კვლევაში, ის რაც ყველამ ჩვენ ვიცით, თუმცა სპეციფიურად რომელი ესა თუ ის ინფორმაცია იყო ამის განმაპირობებელი, ამასთან დაკავშირებით რაიმე დამატებითი ინფორმაცია არ მიმიღია,”- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მსგავსი თემები