„მივიღე ევროპარლამენტის პრეზიდენტის მოწვევა“ – პრეზიდენტი ავროპარლამენტში სიტყვთ გამოვა

18 აპრილს, საქართველოს პრეზიდენტი ევროპარლაენტარებს მიმართავს. როგორც სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში, ანგარიშის წარდგენისას აღნიშნა, მან ევროპარლამენტის პრეზიდენტის მიწვევა პირადად მიიღო.

„იმის მიუხედავად, რომ კანდიდატის სტატუსის არმიღების შემდეგ, ჩვენი რეპუტაცია დაზიანებულია ჩემს მოვალეობად მივიჩნიე, რომ კიდევ ერთხელ განმეახლებინა ჩემი საერთაშორისო აქტივობა, როგორც ოფიციალურ დონეზე, ასევე, საერთაშორისო მედიაში, რათა მომეხდინა ქვეყნის ევროპული ინტერესის დაცვა და პოზიციონირება იმ თემაზე, რომ ჩვენ მეორე უარს არც ვიმსახურებთ და არც უნდა მივიღოთ. აქვე, მივესალმები შარლ მიშელის ბოლო განცხადებას, რომელიც გვიხსნის შესაძლებლობის ახალ ფანჯარას – არა მხოლოდ სტატუსს, არამედ მოლაპარაკებების გახსნას“ – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში ანგარიშის წარდგენისას და ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლა დააანონსა.

„ახლახან მივიღე ევროპარლამენტის პრეზიდენტის მოწვევა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლაზე, რაც 2010 წლის შემდეგ არ მომხდარა. 18 აპრილს, ევროპარლამენტს მივმართავ სიტყვით, ვიცი ეს არ იქნება ადვილი, მაგრამ აუცილიბელია, რომ ჩვენი ხალხის სათქმელი გაიგოს და მოისმინოს ევროპამ.

პრეზიდენტის როლი ქვეყნის წინაშე ამით არ მთავრდება. დღეს ვართ კრიზისის წინაშე და ამ დროს ლოგიკურია, რომ როცა ხალხს და ხელსიუფლებას ერთმანეთთან ლაპარაკი უჭირთ, სწორედ პრეზიდენტის ინსტიტუტია ის საკონსტიტუციო ორგანო, რომელიც დამაბალანსებელი და გამაერთიანებელია“  – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

მსგავსი თემები