,,ინვალიდის ეტლში ზის, ორ ნაბიჯსაც ვერ დგამს და მე მეუბნებით, რომ ეს საშუალო სიმძიმის პაციენტია?”- გიული ალასანია

,,ინვალიდის ეტლში ზის, ორ ნაბიჯსაც ვერ დგამს და მე მეუბნებით, რომ ეს საშუალო სიმძიმის პაციენტია?“, – ასე ეხმიანება მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნას, რომ ცენტრ „ემპათიას“ დასკვნა სარწმუნო არ არის.

მისი თქმით, „ემპათიას“ დასკვნას ძალიან ბევრმა პროფესიონალმა მოაწერა ხელი.

„ჩემთვის სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა მაინცდამაინც დამაჯერებელი არ არის. მათ მოსაზრებას უამრავი არგუმენტი სჭირდება. ის, რასაც მანამდე სხვა ექიმებისა და ექსპერტებისაგან თვეების განმავლობაში ვისმენდით, ყველაფერი დასაბუთებული იყო. ყველას გვარი და სახელი ვიცოდით. გვახსოვს, რამდენი კონსილიუმი შეიქმნა, რამდენად მაღალი დონის პროფესიონალებმა მიიღეს მონაწილეობა. გარდა უცხოელი ექსპერტებისა, საქართველოდან ძალიან მაღალი დონის სპეციალისტები იყვნენ და ისინი შეთანხმდნენ იმ დიაგნოზებზე, რომლებიც დღეს გვაქვს.

გარდა ამისა, გვახსოვს, მიხეილ სააკაშვილი ამ დაწესებულებაში რა მდგომარეობით შემოვიდა. ფეხზე იდგა და ნორმალური ადამიანი იყო. ახლა ინვალიდის ეტლში ზის, ორ ნაბიჯსაც ვერ დგამს და მე მეუბნებით, რომ ეს საშუალო სიმძიმის პაციენტია?“, – განაცხადა გიული ალასანიამ.

მსგავსი თემები