„ხან იმპიჩმენტით დამემუქროთ, ხან საკონსტიტუციო სასამართლოში მიჩივლოთ, მაინც ვერ შემცვლით“ – პრეზიდენტი

„ჩემი და იმდროინდელი მმართველი ჯგუფის გზები სწორედ მაშინ გაიყო, როცა ძალაუფლების შენარჩუნებას დაუმორჩილეს მთავარი გამოცხადებული მიზანი – ევროპული, თავისუფალი, დემოკრატიული მომავალი.  მე კი არ შევცვლილვარ, ისინი შეიცვალნენ“ – ამონარიდი საქართვეოს პრეზიდენტის ანგარიშიდან, რომელიც საომე ზურაბიშვილმა საქართველოს პარლამენტში წარადგინა.

როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა,  მას ვერც იმპიჩმენტის მუქარა შეაშინებს და ვერც სასამართლოში ჩივილი.

„იგივე მიზანი მამოძრავებდა საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებში, რწმენა, რომ ახალი ხელისუფლება გაგვიყვანდა სამშვიდობოზე და განახორციელებდა ჩვენს ევროპულ ოცნებას „ქართულ ოცნებასთან“ ერთად.  ახლაც იგივეს ვიტყვი: მე არ შევცვლილვარ და მინდა მჯეროდეს, რომ თქვენც არ შეცვლილხართ! ერთ რამეში ნამდვილად ვარ დარწმუნებული, რომ ქართველი ხალხის ნება უცვლელია!

ახლა უნდა გიპასუხოთ იმაზე, თუ რა გააკეთა პრეზიდენტმა ქვეყნის ევროპული მიზნისთვის და ხალხის ნების აღსასრულებლად. ეს კითხვაც ხშირად ისმის. შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტი მოქმედებს საქართველოს კონსტიტუციის თანახმად:

  • საქართველოს პრეზიდენტი არის საქართველოს სახელმწიფოს მეთაური, ქვეყნის ერთიანობისა და ეროვნული დამოუკიდებლობის გარანტი.
  • საქართველოს პრეზიდენტი არის საქართველოს თავდაცვის ძალების უმაღლესი მთავარსარდალი.
  • საქართველოს პრეზიდენტი წარმოადგენს საქართველოს საგარეო ურთიერთობებში“ – აღნიშნა პრეზიდენტმა და იმ მუქარაზე ისაუბრა, რაც მს მიმართ ხორციელდება.

„ასე რომ, რაც არ უნდა ეცადოთ რომ:

  • ხან იმპიჩმენტით დამემუქროთ,
  • ხან საკონსტიტუციო სასამართლოში მიჩივლოთ,
  • ხან რომელ ძალას მიმაწებოთ,
  • ხან ეცადოთ და ამიკრძალოთ საერთშორისო ვიზიტები,
  • ხან ეცადოთ და შემიზღუდოთ რეგიონებში ადგილობრივ ხელისუფლებასთან ურთიერთობა,
  • ხან ქართული დამიწუნოთ,
  • ხან ცილი დამწამოთ მე და ჩემს ოჯახს,
  • და მოკლედ, რა აღარ დამაბრალოთ, მაინც ვერ შეცვლით ჩემს მიზანს და მეც ვერ შემცვალეთ და ვერც შემცვლით მომავალში.

როგორც ამბობენ ,,საქმემან შენმან წარმოგაჩინოსო“ და ამდენად, ახალა გადავალ საქმეზე“ – აღნიშნა საომე ზურაბიშვილმა საპარლამენტო ტრიბუნიდან.

 

მსგავსი თემები