,,მოვისმინეთ გაუგებარი განცხადებები”- კობახიძე პრეზიდენტის გამოსვლაზე

ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პარლამენტში პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის სიტყვით გამოსვლას აფასებს. მისი თქმით, პრეზიდენტის მხრიდან მრავალი გაუგებარი განცხადება მოისმინეს.

,,დღესაც ბევრი განცხადება მოვისმინეთ, რაც მოსალოდნელი იყო, სხვა მოლოდინი, რა თქმა უნდა, ვერ გვექნებოდა. მთავარი არის რა, როდესაც ქვეყნის პრეზიდენტი საუბრობს იმაზე, რომ საქართველო შარშან არ იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს, იმ ფონზე, როდესაც ევროპარლამენტმა თვითონ აღიარა, რომ უარი იყო უსამართლო, ეს იყო შემაშფოთებელი. როდესაც პრეზიდენტი აცხადებს, რომ საქართველო წელსაც არ დაიმსახურებს სტატუსს, ეს არ არის იმ ადამიანის პოზიცია, რომელიც უნდა ზრუნავდეს საკუთარ სახელმწიფო ინტერესებზე. ერთი მხრივ საუბრობ კანდიდატის სტატუსის მნიშვნელობაზე და მეორე მხრივ, თავად უპირისპირდები კანდიდატის სტატუსს, ეს არის გაუგებარი და ეს არის რადიკალური ოპოზიციის რიტორიკის გაგრძელება, რაც რბილად რომ ვთქვათ, არის შემაშფოთებელი. ჩვენ მოვისმინეთ ასეთი გაუგებარი განცხადებები მრავლად, ეს არის მოკლე კომენტარი, რომლითაც შემიძლია შემოვიფარგლო, ამის იქით კომენტარი არც არის საჭირო”, – განაცხადა კობახიძემ.

მსგავსი თემები